„სავალუტო ფონდის მისიის მიერ მარტში ეკონომიკის 6-პროცენტიანი ზრდა დადებითად შეფასდა“ - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 19:31, 01 May, 2019     566

„სავალუტო ფონდთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მარტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან დამაიმედებელია. აქედან გამომდინარე, სავალუტო ფონდის მისიის წევრებისგან კარგი შეფასება მივიღეთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე. „სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებისას პირველად აღინიშნა, რომ არის პროგრესი ენერგეტიკის ბაზრის რეფორმის თვალსაზრისით. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში 1-ელი მაისიდან ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების პირველი ეტაპი ამოქმედდა, რამაც მსხვილი სამრეწველო მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შესყიდვის შესაძლებლობა მისცა," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ასევე ხაზი გაესვა ტენდენციას, რომლის თანახმადაც მცირე ჰიდროსადგურების ინვესტორები მთავრობისგან გარანტირებული შესყიდვის ტარიფის მოთხოვნას აღარ იყენებენ. „ისინი ენდობიან ბაზრის დერეგულირებას, ენერგეტიკის ახალ ბაზარს და საკუთარ საინვესტიციო პროექტებს საბაზრო მექანიზმებზე დაყრდნობით ავითარებენ. ენერგეტიკის რეფორმის ასეთი შედეგები სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, შეხვედრაზე ასევე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42