გლდანის რაიონში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო
პოლიტიკა - 16:55, 01 May, 2019     935

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული ქუჩები ცენტრალური დანიშნულებისაა, რომელთა საშუალებითაც, გლდანის რაიონის მოსახლეობა, როგორც სხვა უბნებს, ისე შიდა საუბნო გზებს უკავშირდება.

რეაბილიტაციის საწყის ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„თავისი მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები აქამდე არასდროს გამოცვლილა. გზის საფარის სიგრძე ორივე ქუჩაზე, დაახლოებით, რვა კილომეტრია, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. როდესაც ავტომობილით გადაადგილდები, კარგად ჩანს, რომ ბევრია ისეთი მონაკვეთი, სადაც გზა ჩავარდნილია. ეს იმის გამო, რომ კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაშია და გზის გამორეცხვა ხდება. შესაბამისად, სანიაღვრე თუ წყალარინების სისტემები, ასევე, გარე განათების ბოძები და ტროტუარები მთლიანად მოწესრიგდება. სამუშაოებს, რომელიც 24 საათის განმავლობაში იწარმოებს, დაახლოებით, ექვსი თვე დასჭირდება. აქვე მინდა, მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო, რადგან რეაბილიტაციის დროს გარკვეულწილად, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იგეგმება. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიური, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ მოექცევა. ასევე, ორივე ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი და 22 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) კი აღნიშნულ ქუჩებზე დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად, სამი მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე და GWP-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია გაეცნენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42