„ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და გენშტაბის უფროსს მსურს ვუთხრა, რომ რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა, 200 წელია მიმდინარეობს“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 16:02, 01 May, 2019     868
საქართველოს სამი სამოქალაქო ომის სკანდალი - შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ჩატარებულ სამხედრო მოქმედებებს სამოქალაქო ომი უწოდა, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის ათვლა კი 2008 წლის აგვისტოს ომიდან დაიწყო.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის ამსახველი ვიდეოკადრები თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით წაშალა. დღეს კი ჩაჩიბაიამ განმარტება გააკეთა და კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა. მისი თქმით, არ ღირს მისი განცხადების ნაწყვეტის, სკანდალისთვის გამოყენება.

საკითხის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთ ლიდერსა და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეს ბაჩუკი ქარდავას ესაუბრა.

ქარდავამ ჩაჩიბაიას განცხადებას, სახიფათო და მოღალატეობრივი უწოდა. მისი თქმით, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობა ცდილობდა მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ საქართველოს კონფლიქტი ჰქონდა რუსეთთან და არა აფხაზეთთან თუ სამაჩაბლოსთან:

„ეს ძალიან სახიფათო და მოღალატეობრივი განცხადებაა, მაგრამ სანამ მას შევაფასებდი, მანამდე მსურს პატარა შესავლის გაკეთება. მე მახსენდება პირველი კონფლიქტი, რომელიც მოხდა სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთით გაგრძელებული, ეროვნული მოძრაობა ცდილობდა მოეხერხებინა და მსოფლიოს წინაშე დაეფიქსირებინა, რომ საქმე არ ჰქონდათ ეთნო-კომფლიქტებთან, იმიტომ რომ ეთნო-კონფლიქტების ინსპირირება ხდებოდა სწორედ კრემლიდან და ეს იყო ფაქტობრივად ბრძოლა და ომი რუსეთის მხრიდან, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ედპ-ის ლიდერმა, რომელიც გენერალური შტაბის უფროსს შეახსენებს, რომ რუსეთთან ომი ახალა არ დაწყებულა და ის 200 წელია მიმდინარეობს.

„2008 წლამდე, მთელ ქართულ პოლიტიკურ გუნდს მოუწია ბრძოლა იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ ეს არის ბრძოლა და ომი რუსეთ-საქართველოს შორის. ყველა ეგრეთ წოდებული კონფლიქტი, ყველა დაძაბულობა, რომელიც ამ ქვეყანაში ხდებოდა, განსაკუთრებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ეს იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. მაშინ, როდესაც გენერალური შტაბის ხელმძღვანელი მსგავს განცხადებას აკეთებს, ნამდვილად ვერ ვუწოდებ შემთხვევითობას, დარწმუნებული ვარ ასეთი ტიპის განცხადებებისთვის ასეთი მაღალი რანგის მქონე პირები წინასწარ ემზადებიან და შემთხვევით არ აკეთებენ მათ, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი განცხადება.

თუ გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა არ იცის, მსურს ვუთხრა, რომ რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს კი არ დაწყებულა, 200 წელია მიმდინარეობს და მისი შემადგენელი ნაწილი იყო როგორც უკანასკნელი 2008 წელი, ასევე დღეს არსებული მცოცავი ოკუპაცია და ის ომები, რომლებიც გაიმართა სოხუმსა და სამაჩაბლოში, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის პირველ წლებში“, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42