21 აპრილის მოვლენების შემდეგ, პანკისის ხეობაში მთავრობის წევრებიდან არავინ ჩასულა. ამასობაში ადგილობრივები დაკავებებს ელოდებიან.
„ყოველდღიურ მოლოდინში ვართ, რომ შეიძლება უკვე დაკავებები დაიწყოს და დილით შეგვატყობინებენ, რომ აი, ეს და ეს პიროვნება წაიყვანეს და ა.შ. და ეს დაძაბულობა უფრო და უფრო იმატებს ამ სიჩუმეში. დღევანდელ დღეს შეიძლება ითქვას რომ არავინ არ გამოჩენილა და მოსახლეობასთან დიალოგს ან რაიმე სახის დიალოგს ადგილი არ ჰქონია. აბსოლუტური უმრავლესობა, 90% თუ მეტი არა, დღეს ეუბნება არა ჰესებს პანკისში. ჩვენი თხოვნა არის რომ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. რა თქმა უნდა თვითკრიტიკულებიც ვართ. იყო დაშვებული შეცდომები ჩვენი მხრიდანაც მაგრამ ასევე ჩვენ ვერ უარვყოფთ იმასაც, რომ სახელმწიფოსგანაც გარკვეული არასწორი ნაბიჯები გადაიდგა,“- ამბობს ადგილობრივი რამაზ მარგოშვილი.
ადგილობრივების თქმი, თუ მოხდება თუნდაც ერთი პირის დაკავება, ყველა ის პირი, ვინც 21 აპრილს დაპირისპირებაში მონაწილეობდა, მივა პოლიციასთან და მოითხოვს, რომ ისინიც დააკავონ.
პანკისის მოსახლეობა უახლოეს დღეებში პატრიარქთან შეხვედრასაც გეგმავს. ისინი ეკლესიის პოზიციასაც მოისმენენ.
მასალის გამოყენების პირობები






