„ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართული არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“- გიორგი გახარია
პოლიტიკა - 12:55, 01 May, 2019     923
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა. გიორგი გახარიამ, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს შორის დღეს პირველი, ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, სადაც მან პრემიერის სათათბირო ორგანოს წევრებს საბჭოს სტრუქტურა გააცნო.


„დღეს იყო ძირითადად ტექნიკური ხასიათის შეხვედრა. მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონი ახლახან იყო მიღებული და დამტკიცებული პარლამენტის მიერ. სამწუხაროდ, საპატიო მიზეზების გამო, ვერ გვესწრებოდა საბჭოს 2 მუდმივი წევრი. მივიღეთ დავალებები პრემიერისგან - ეს ერთი, მეორე - მე გავაცანი საბჭოს წევრებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურა და თუ როგორ წარმომიდგენია უახლოს პერიოდში საბჭოს ამოქმედება. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული უსაფრთხოები საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართული არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და, რა თქმა უნდა, ეს იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირება ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშრებით. ეს იყო ჩვენი შეხვედრის მიზეზი და მიზანი. შემდეგი შეხვედრა იქნება დანიშნული ზუსტად ერთ თვეში. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული დავალებები, რომელსაც შევასრულებთ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42