შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის სკანდალური განცხადება - ვლადიმერ ჩაჩიბაიამ რუსული აგრესიის ათვლა 2008 წლიდანდ დაიწყო და განაცხადა, რომ საქართველომ 3 სამოქალაქო ომი გამოიარა. აღნიშნულის შესახებ განმარტება დღეს თავად ჩაჩიბაიამ გააკეთა.
„1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო, როგორც დამგეგმარებელი, ასევე, ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტების მე თავად გახლავართ მონაწილე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას. ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე. ეს არის ჩემი და ყველა პატრიოტის და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია, ამიტომ ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას,“ - განაცხადა ჩაჩიბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






