ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად გიორგი გახარიას დანიშვნას „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ოცნების“ იმ პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს, რომელსაც მმართველი გუნდი უშიშროების საბჭოს მიმართ ახორციელებს, კაპანაძის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" თავის შეცდომებს არ აღიარებს.
"ის, რომ გამოუძიებელი საქმეებით და მანტრა ფრაზით - "მიმდინარეობის გამოძიება," ესეთი ადამიანი წინაურდება ბრჭყალებში, ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" თავის შეცდომებს არ აღიარებს,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას დაეკისრა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






