გეგა შენგელიას შეხვედრაზე მისულ ბაჩანა შენგელიას მათ განუცხადეს, რომ ის „იქ არ უნდა მისულიყო“ და პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულეს.
მათი გაღიზიანება კი ია კერზაიას საქმეზე ბაჩანა შენგელიას მიერ დასმულმა კითხვამ გამოიწვია.
მომხდარზე თავად გეგა შენგელიამ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, ია კერზაიას საქმე გამოძიებული იქნება და ყველა არსებულ შეკითხვას პასუხი გაეცემა:
„მე, როგორც ქალაქის მერობის კანდიდატი, ამ საკითხზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არის გარკვეული შეკითხვები, შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაცბიებსაც, არასამთავრობო ორგანზიაციებსაც უჩნდებოდეთ შეკითხვები, მაგრამ დარწმუნებული ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული ფაქტი იქნება გამოძიებული და ყველა ამ შეკითხვას გაეცემა პასუხი“, - განაცხადა გეგა შენგელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






