"სადაც არ მივდივართ, ყველგან იძახიან, ფულით და დაშინებით მოიგეს არჩევნებიო" - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 18:14, 30 Apr, 2019     726
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ლიდერები გრიგოლ ვაშაძე და ზურაბ მელიქიშვილი, მარნეულის მერობის კანდიდატ აგილ მუსტაფაევთან ერთად სოფელ ,აღმამედლოსა და გეაგოჯალის ესტუმრნენ

ადგილობრივებმა მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე , გაუმართავ ინფრასტრუქტურასა და კრიმინალის ზრდაზე ისაუბრეს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მარნეულში დიდი მხარდამჭერი ჰყავს.

მისი თქმით, ამჯერად ადგილობრივები ხელისუფლებას, 2018 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, ფულით და დაშინებით მოგების საშუალებას აღარ მისცემენ.


„ჩვენი საარჩევნო კამპანია მარნეულში გრძელდება და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პატრიოტი, მშრომელი ადამიანებით დასახლებულ რაიონში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, გაერთიანებულ ოპოზიციას, აგილ მუსტაფაევს ფანტასტიკური მხარდაჭერა აქვს იმიტომ, რომ არაფერი ისე არ მობეზრდა ადამიანს მარნეულში და საერთოდ მთლიანად საქართველოში, როგორც ე.წ. ხელისუფლებისა, რომელიც საქართველოს წურბელასავით აზის კისერზე უკვე 7 წელიწადი არის და ნგრევის, დაპირისპირების, შუღლის, შურისძიების, პოლიტპატიმრების, ეკონომიკის უკან დახევის, ლარის განადგურების და შეურაცხყოფილი ადამიანების გარდა, არაფერი არ გაუკეთებია. ერთ რაღაცას მინდა, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, სადაც არ მივდივართ, ყველგან იძახიან, ფულით და დაშინებით მოიგეს, ვითომ მოიგეს 2018 წელს არჩევნები და ყველამ ვიცით ჩვენ ეს მარნეულში და მეტი ეს აღარ გაუვათო,“ - განაცხადა ვაშაძემ.
მარნეულში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება ზურაბ მელიქიშვილმა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა, რომელიც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, არ აქვთ სარწყავი წყალი.
"პრობლემები როგორც მთელ საქართველოში, მარნეულის რაიონში განსაკუთრებით არის. არის უგზობა, უწყლობა. მოსახლეობა მისდევს სოფლის მეურნეობას და მათ არ აქვთ სარწყავი წყალი . ნაცვლად იმისა ,რომ ჩინოვნიკები ამ პრობლემებს აგვარებდნენ საკუთარი კეთილდღეობით არიან დაკავებულნი" - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42