საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს უმთავრესი გამოწვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის ფაქტებია, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს:
„ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი გამოწვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის ფაქტები, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს ეხება, უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლის უფლებას და ამის უკანასკნელი მაგალითია, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება. ეს ეხება სახელმწიფო ენას და ვიტყოდი, ორივე სახელმწიფო ენას, ეს ეხება გადაადგილებას და გადაადგილების უფლებას, აზრის გამოხატვის უფლებას, ეს ეხება რელიგიური ძეგლების დაცვას. ასეთ ფაქტებს სისტემატური ხასიათი აქვს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






