სალომე ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ დონალდ ტრამპის განცხადებით გაზიარების შემდეგ, კომენტარები მმართველ გუნდშიც გაკეთდა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახლა საკითხით აჟიტირება ხდება:
„ამ ბოლო დროს თქვენ ისეთ თემებს აქცევთ ყურადღებას, როგორ თემებსაც ადრე უშვებდით ხოლმე საახალწლო ეთერებსა და კურიოზებში. ახლა მაინცდამაინც აჟიტირება ხდება. ეს ტექნიკური შეცდომა ვიღაცამ დაუშვა თუ არ დაუშვა, ესეც, მე არ ვარ ადრესატი, მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ დაუშვეს და ჩვენ აქედან აუცილებლად შევეცდებით, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ერთი ამბავი, რატომ მოხდა ეს. არ მგონია, რომ ასეთ თემასთან დაკავშირებით, თუნდაც მექანიკურ შეცდომასთან დაკავშირებით, უნდა მოვაბათ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






