თურქეთის ელჩი საქართველოში განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:11, 30 Apr, 2019     1441
მიმდინარე წლის 24 აპრილს თბილისში, სომეხთა ჯგუფების საპროტესტო აქციისა და თურქეთის საელჩოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით,

ქართულ მედიაში გასული ინფორმაციების შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა სერენ იაზგანი, რომელსაც „ნიუპოსტის“ უცვლელად გთავზობთ:

„2019 წლის 24 აპრილს სომეხთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა საელჩოსთან ისევე, როგორც ამას წინა წლებშიც აკეთებენ ყოველ 24 აპრილს. გასული წლების მსგავსად, ისინი წელსაც მოითხოვდნენ თურქეთის მთავრობისაგან, რომ აღიაროს 1915 წლის მოვლენები, როგორც „გენოციდი“. უფრო მეტიც, სხვა ქვეყნების სომხური დიასპორების რიტორიკის მსგავსად, თავიანთ სიმღერებში, სიტყვით გამოსვლებსა და სლოგანებში, მათ გაახმოვანეს მუქარა თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შეურაცხყოფა მიაყენეს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელს მუსტაფა ქემალ ათათურქს.

იმავე დღეს, 23 აპრილთან დაკავშირებით, რომელიც თურქეთში ზეიმით აღინიშნება, როგორც ბავშვთა საერთაშორისო დღე, თურქეთის საელჩომ, თურქი ბავშვების მონაწილეობით, მოაწყო კონცერტი და მათ მიერ შესრულებული ნახატების მცირე გამოფენა მსოფლიო მშვიდობისა და მეგობრობის თემაზე.

საელჩოს მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე ისმოდა მსოფლიოს ბავშვთა სიმღერები. მათ შორის იყო ორი სომხური სიმღერაც, ისევე როგორც თურქული, აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული საბავშვო სიმღერები.

საელჩოს ღონისძიების წინ ქართულ-სომხური მედიის ჟურნალისტმა მთხოვა, რომ ჩემტან ინტერვიუ ჩაეწერა. ამ ინტერვიუს ბმული ქვემოთაა მოცემული:

https://www.youtube.com/watch?time_continue=198&v=LdwgXjdVcHE

ინტერვიუში მე შევეხე იმ გზავნილს, რომელიც სოციალურ მედიაში გამოვაქვეყნე 2017 წელს მოკლული თურქი-სომეხი ჟურნალისტის ჰრანთ დინქის მემკვიდრეობაზე დაყრდნობით.

Aliq media-სთვის მიცემული ინტერვიუდანაც ჩანს, რომ მე ხაზი გავუსვი ბავშვების ზეიმის გზავნილს, რომელიც იყო მშვიდობა და მოწოდება, რომ რეგიონის ყველა ბავშვს ჰქონდეს მშვიდობის პერსპექტივა.

საინტერესოა, რომ ჩემი სიტყვები Aliq media-სთვის მიცემული ინტერვიუდან არ აისახა ქართულ მედიაში.

ამგვარად, ქვემოთ წარმოგიდგენთ სოციალური მედიაში ჩემი ზემოთ ნახსენები გზავნილის ბმულსა და ტექტს.

მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ თქვენი გამოცემების მეშვეობით ქართულ საზოგადოებას მიეცემა ამ გზავნილის წაკითხვის შესაძლებლობა.

გზავნილი სოცილაურ მედიაში:

„მინდა გაგიზიაროთ ჰრანთ დინქის შეხედულებები მისი სიტყვით ორი გამოსვლის დროს. ისინი თურქულ ენაზეა. აი შინაარსიც:

ის ამბობს, რომ თურქები და სომხები ერთამნეთის მედიკამენტები არიან.

ის ამბობს, რომ ორივე მხარისათვის საჭიროა, რომ გაიგონ ერთმანეთის სიამაყე და ტკივილი.

ის მოუწოდებს სომხურ დიასპორას, არ მიეჯაჭვოს სიტყვას „გენოციდი“, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ, როგორც სომეხმა, კარგად იგრძნო ხალხის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ის ეუბნევა თურქებს, რომ შეეცადონ გაიგონ სომეხთა ტრავმა.

ის იხსენებს საშინელ სიკვდილს ორივე მხარიდან, რომელიც დიდი ძალების იმპერიალისტური პოლიტიკით იყო გამოწვეული.

მის ძლიერ, ბრძნულ და ძვირფას გზავნილსა და მემკვიდრეობას პატივი უნდა მიეგოს.

ის მოკლეს. ისევე, როგორც 1973-1984 წლებში ASALA & JCAG -ის მიერ მოკლულ იქნა 32 თურქი დიპლომატი და მათი ოჯახების წევრები ლოს ანჟელესში, პარიზში, ბეირუთში, ვატიკანში, ბელგრადში, ოტავაში, ჰააგაში, ათენში, სიდნეიში, ბოსტონში, ლისაბონში, ბრიუსელში, თეირანში, ეგრეთ წოდებული შურისძიების მოტივით ეგრეთ წოდებული გენოციდისათვის.

მე ვიცავ იმ მოსაზრებას, რომ ეს არ იყო გენოციდი. ეს ოყო ძმათამკვლელობა, ეს იყო დეპორტაცია პირველი მსოფლიო ომის დროს, რომელმაც ათასობით სიკვდილი გამოიწვია, მსხვერპლთა მოგონება დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

მ. ფილიპ პრაისი, ავტორი, „ომი და რევოლუცია აზიურ რუსეთში“, გამოცემული 1918 წელს. იგი, როგორც „მანჩესტერის გარდიანის“ კორესპონდენტი, თავის მოგონენბებში იმ დროინდელ კავკასიაზე იხსენებს:

„ახლა ნათლად ვხედავ, რომ ბრალეულობა ომის მიერ გამოწვეული დანაშაულისა არ შეიძლება მხოლოდ ერთ მებრძოლ მხარეს დააწვეს... რაც უფრო საღად ვუყურებთ ფაქტებს და ვეცნობით ყველა მხარის დაზარალებულთა ისტორიებს, რასაც მე 18 თვის განმავლობაში ვაკეთებდი, მით უფრო ნათელი ხდება, რომ შეუძლებელია რომელიმე ერთ მთავრობას დასდო ბრალი.“

მე ვგლოვობ თვითოეულ გარდაცვლილს, სომხებს, თურქებს, ქურთებს, რომლებიც იმ ომის შუაგულში აღმოჩნდნენ, რომელიც არ იყო მათი წამოწყებული.

მე ვიზიარებ ყველა იმ ოჯახის განცდებს, რომლებსაც მოუწიათ დაეტოვებინათ თავინთი წინაპრების მიწა-წყალი. ესენი არიან მილიონობით მუსლიმები: ქართველები, თურქები, ალბანელები, ყირიმელი თათრები, რომლებიც დეპორტირებულნი იყვნენ თავიანთი წინაპრების მიწებიდან ანატოლიაში IXX-XX საუკუნეში.

მე ვგლოვობ 32 თურქ დიპლომატს.

მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ თურქი და სომეხი ბავშვები ერთ დღეს ერთად იზეიმებენ მშვიდობას და ისწავლიან ერთმანეთის ტკივილისა და სიამაყის პატივისცემას, როგორც ჰრანთ დინქმა მოგვიწოდა. მე სრულიად ვიზიარებ მის შეხედულებას, რომ არ უნდა დავუშვათ, რათა ამ მტკივნეულ მოგონებას სხვებმა გაუწიონ ექსპლუატაცია.

ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს დაიცვან თავიანთი, და ამავდროულად პატივი სცენ სხვისას. ჩვენ უნდა ვასწავლოთ თანაგრძნობა და არა სიძულვილი. ჩვენ უნდა დავუტოვოთ მათ მომავლის ხედვა და არა შფოთი თავიანთ წარსულზე. მათ არ უნდა დაივიწყონ, მაგრამ უწინარესად უნდა შეისწავლონ სრული სურათი, პროპაგანდის გარეშე. ალბათ ეს ჯერ არც ჩვენი თაობისათვისაა ძალიან გვიანი.

აი, ამიტომ გავხდი დიპლომატი.

მშვიდობას გისურვებთ” - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42