კრემლის შავ სიაში ქართველი პოლიტპატიმრებიც მოხვდნენ - წაყენებული ბრალი 2008 წლის ომს უკავშირდება
პოლიტიკა - 13:05, 30 Apr, 2019     1674
პუტინის რეჟიმმა მართლმსაჯულების სისტემა რეპრესიულ იარაღად გადააქცია - მკვლევარების ანგარიშის მიხედვით რუსეთში იმდენი პოლიტპატიმარია, რამდენიც 70-იან წლებშიც არ ყოფილა.


კრემლის პოლიტპატიმრების შესახებ 282 გვერდიანი ანგარიში "ფერსეუს სთრათეჯიმ" და ადამიანის უფლებათა დამცველმა სხვა გავლენიანმა ორგანიზაციებმა დღეს ვაშინგტონში გამოაქვეყნეს.

პოლიტპატიმართა სიაში შესულია არაერთი ქართული გვარიც. ანგარიშში მოხვდნენ ეკატერინა ხარებავა და ინგა თუთისანი, რომლებიც პუტინის რეჟიმმა სახელმწიფოს ღალატის და ჯაშუშობის მუხლებით გაასამართლა.

„ყოფილ პოლიტპატიმარ ეკატერინა ხარებავას 2014 წელს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და საქართველოში მეგობართან ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გამო 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გზავნილში უბრალოდ ნათქვამი იყო, რომ მან დაინახა მატარებელი, რომელსაც რუსული სამხედრო ტექნიკა საქართველოს მიმართულებით გადაჰქონდა,“-ნათქვამია ანგარიშში.

სოჭში მცხოვრებ ინგა თუთისანს კი 2014 წელს ბრალი სახელმწიფოს ღალატის მუხლით დასდეს, 2009 წელს, საქართველოში მეგობართან 2 ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გამო, რომელიც რუსეთის საზღვაო ძალების გემების შავ ზღვაში გადაადგილებას ეხებოდა. მას 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ადამიანის უფლებათა ცენტრ "მემორიალის" მიერ პოლიტპატიმრად არის აღიარებული.

კრემლის პოლიტპატიმართა შესახებ ანგარიშში შესულია სახელმწიფოს ღალატის მუხლით გასამართლებული მარინა ჯანჯღავა, ასევე რუსი ავიადისპეტჩერი პიოტრ პარპულოვი. ციხეში ეს ხალხიც აგვისტოს ომთან დაკავშირებული ბრალდებებით მოხვდა.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დააპატიმრეს 2008 წლის ზაფხულში, რუსულ-ქართული ომის დროს ქმედების გამო, როდესაც საკუთარი მობილური ტელეფონებიდან, უბრალოდ, საქართველოში ნაცნობებს უგზავნიდნენ ტექსტურ შეტყობინებებს, რომ ხედავდნენ ჯარების გადაადგილებას. ეს ეხებოდა ხალხს, რომლებიც რუსეთის სამხრეთით, შავი ზღვის პირას, სოჭში, კრასნოდარის მხარეში ცხოვრობდნენ. ბევრ მათგანს ბრალდებებს ომიდან წლების შემდეგ წაუყენეს.

იყო ქალი, რომელიც ომიდან 5 წლის მერე, 2013 წელს დააპატიმრეს. საბედნიეროდ, ეს ხალხი უკვე გათავისუფლებულია, თუმცა დასტურია იმ პარანოიის, რომელიც პუტინის რეჟიმის მიერ სახელმწიფო დონეზეა გაშლილი. დღეს პუტინის რუსეთში უფრო მეტი პოლიტიკური და რელიგიური პატიმარია, ვიდრე 70-იანი წლებში, ბრეჟნევის საბჭოთა კავშირში იყო. ეს საშიშია,“-განაცხადა ბორის ნემცოვის ფონდის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ კარა მურზამ.

უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალის" მონაცემებით დღეს რუსეთში 278 პოლიტპატიმარია. ანგარიშში 16 პოტენციური პასუხისმგებელი პირია იდენტიფიცირებული. მათ შორის პრეზიდენტი პუტინი, ФСБ-ს დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, გენპროკურორი იური ჩაიკა, იუსტიციის მინისტრი კონოვალოვი, ასევე მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები.

„ანგარიში დაბეჯითებით მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, სხვა მთავრობებს და ინსტიტუტებს, ყურადღებით განიხილონ ეს 16 საქმე და დაადგინონ ამ პირებისთვის თუ არის შესაბამისი, ფინანსური სანქციების დაწესება და მოგზაურობის აკრძალვა,“-აცხადებს "ფერსეუს სთრათეჯის" მმართველი დირექტორი, ჯერედ გენსერი.

წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42