საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მისულ პრეზიდენტს პროტესტით შეხვდა. პროტოკოლის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტარები ფეხზე წამოდგომით ხვდებიან, თუმ ცა სალომე ზურაბიშვილის დარბაზში შესვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები ფეხზე არ წამომდგარა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თავისი ქმედების მიზეზი მედიასთან საუბრისას ახსნეს. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში თავისუფალ და დემოკრატიული არჩევნების შედეგად არ შესულა და ის პრეზიდენტი სერიოზული მოსყიდვებისა და გაყალბებების შედეგად გახდა.
შეგახსენებთ, პარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე,საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






