სამადაშვილის კრიტიკა სალომე ზურაბიშვილის მიერ ოფიციალურ გვერდზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების გაზიარებას მოჰყვა, სადაც დონალდ ტრამპი, კონკურენტ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს.
სამადაშვილის თქმით, მომხდარის გამო საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის საელჩოსთან კომუნიკაციის გზით, ბოდიში უნდა მოიხადოს.
„მსგავსი შეცდომა მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სახელმწიფოს საკმაოდ აზიანებს. ჩვენ არასდროს არ უნდა ჩავერიოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში, მით უმეტეს როდესაც ეს ხდება რაღაცა დაცინვის და უხეში ფორმით. ამაზე ალბათ ბოდიშის მოხდა მოუწევს საქართველოს პრეზიდენტს, მათ შორის ამერიკის საელჩოსთან კომუნიკაციის გზით. მე მიჭირს უბრალოდ ახსნა, როგორ შეიძლება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პრეზიდენტის აპარატში მსგავსი შეცდომა მოუვიდეს ვინმეს. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ სრული უპატრონობა სუფევს პრეზიდენტის აპარატში,“- სალომე სამადაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






