ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ ბაზაზე, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვალების საქმე - ბაზის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ, ცენტრი „ემპათია“ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ოფიციალურად დღეს მიმართავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ საკუთარი ძალებით უკვე შეძლეს ნაბაკევში მდებარე რუსული ბაზის ხელმძღვანელთა ვინაობის დადგენა. ის სერგეი იატინია. გალში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ნაწილებს კი, ალექსეი კუტკოვი ხელმძღვანელობს.
„მოვითხოვთ, რომ ამ ადამიანების მიმართ დაიწყოს სამართლებრივი დევნა, რა თქმა უნდა დამატებით იდენტიფიკაციაც მოხდეს. ასევე მივმართავთ სამხარაულის ექსპერტიზასაც, რომ თუ შეიძლება დააჩქაროს ექსპერტიზის დასკვნა. ასევე მოვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომ დადგეს საკითხი სოხუმის ექსპერტიზის გამოთხოვის თაობაზე და მე ვფიქრობ, რომ ეს გამოძიებას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით უკვე გამოთხოვილიც უნდა ჰქონდეს. მაგრამ სამწუხაროდ, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაციას არ არის ჯერ ეს დასკვნა მიღებული,“-აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
მასალის გამოყენების პირობები






