იზიარებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას - საუბარია დონალდ ტრამპის „ტვიტზე“ რომელშიც, ტრამპი ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ოფიციალურ „ტვიტერ“- გვერდზე კი აღნიშნული პოსტი გაზიარდა.
პრეზიდენტსი ადმინისტრაცაიშ აცხადებენ, რომ თავად ზურაბიშვილს აღნიშნული პოსტი არ გაუზიარებია და საქმე გვაქვს ტექნიკურ ხარვეზთან:
„ადგილი ჰქონდა ტექნიკური ხასიათის შეცდომას, სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა სამწუხაროდ დაუშვა შეცდომა. თავად სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა აღმოაჩინა შეცდომა და თვითონვე მოახდინა მისი წაშლა. რა მომენტში გაიპარა შეცდომა სამწუხაროდ არ ვიცი,“-განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
დონალდ ტრამპი, ტვიტერზე, პენსილვანიაში სენატორ ბაიდენის ვიზიტს გამოეხმაურა.
"მძინარა ჯო ბაიდენი თავის პირველ შეხვედრას დიდებულ შტატში - პენსილვანიაში მართავს. რა თქმა უნდა, მან არ იცის იმის შესახებ, რომ პენსილვანიას ახლა ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური წელი აქვს თავის ისტორიაში, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, ფოლადის მრეწველობის აყვავებით და დიდი მომავლით!" - წერს ამერიკის პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები






