კრემლის შურისძიების გეგმა აგვისტოს ომში მონაწილე სამხედრობზე - ვინ გადასცა ФСБ-ს უკრაინელი სამხედროების მონაცემები
პოლიტიკა - 21:22, 29 Apr, 2019     4288
კრემლის შავი სია რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე სამხედროებზე - ქალაქო როვნოს ციხეში მყოფი „ქილერის“ „შაბათის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურებიან თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნები.

ოლეგ სმოროდინოვმა აღიარა, რომ ФСБ-მ იმ შვიდი უკრაინელი სპეციალისტის ლიკვიდაციის ბრძანება გასცეს, რომლებიც საქართველოს რუსეთისგან საჰაერო თავდასხმისგან იცავდა.

ვინ გადასცა რუსულ სპეცსამსახურებს უკრაინელი სამხედროების მონაცემები, ვინც საქართველოში აგვისტოს ომამდე საჰაერო თავდაცვის სიტემები დააყენა? - ქართველი გენერლები აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო. ქართველი გენერლები ამბობენ, რომ რუსულ რეგულარულ ჯარს ამხელა ზიანი, რაც 2008 წლის ომის დროს განიცადა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. ყურაშვილის თქმით, უკრაინელმა ინსტრუქტორებმა აგრეგატები 2008 წლის აგვისტოს ომამდე ჩამოიტანეს და დაამონტაჟეს.

"ძალიან დიდი დარტყმა მიიღო რუსულმა ავიაციამ 2008 წელს, ეს იყო სუფთა ქართული პასუხი. რაც შეეხება თვითონ იმ აგრეგატებს, რაც ჩამოსული იყო. კი ბატონო, ჩამოიტანეს, გამართეს, მიღება ჩაბარების აქტებით გადაიბარეს და უკვე გამართული გადააბარეს ქართველებს და ამ გამართვის პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. ეს იყო დიდი ხნით ადრე სანამ დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, მაგრამ როგორც ჩანს რუსული მხარისთვის ეგ საკმარისი აღმოჩნდა, რომ სიცოცხლისთვის გამოესალმებინათ ის პროფესიონალები, რომელებიც ჩამოსული იყვნენ ჩამოტანის დროს. გარწმუნებთ მონაწილეობა რომ მიეღოთ საბრძოლო მოქმედებებში, ერთი ორად მეტი იქნებოდა რუსული ავიაციის დანაკარგი.

მეორე მსოფლიო ომის მერე, რუსულ რეგულარულ ჯარს ასეთი დანაკარგი არ განუცდია. არც ისეთი ზიანი მიუყენებია არტილერიას არსად, არც ავღანელებს ჰქონიათ ეგეთი არტილერია და არც ჩეჩნებს, რომ რეგულარული ჯარისთვის ეგეთი ზიანი მიეყენებინათ და არც ავიაცია დაუკარგავთ ისე, როგორც მოხდა 2008 წელს, საბოლოო მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამოასალმეს სიცოცხლეს, შურისძიება დაეწყოთ, აქტუალურია 11 წელია გასული და არ ასვენებთ გამჩენი, იმიტომ რომ დიდი დანაკარგი ნახეს,“-განაცხადა სამშვიდობო ძალების ყოფილმა სარდალმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა.

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ საქართველომ რუსეთს დიდი ზიანი მიაყენა, სწორედ ამიტომ უკრაინელი ინსტრუქტორებს შორის კრემლის სიაში ქართველი მეთაურებიც არიან.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ ГРУ-ს დავალებით ხდება განადგურება ამ ინსტრუქტორების, ჩვენ მეუთაურებიც ვართ მაგ სიაში. არ გამოვრიცხავ, ვიცი, რომ სამხედრო მეთაურები ჩვენი ბიჭები, ქართველები, არიან სიაში და როდის მოხდება ეს შურისძიება კაცმა არ იცის,“-ამბობს გენერალი ჭანკოტაძე „კურიერთან“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42