“ახლადგამომცხვარო ტროლო… ეს თქვენი საქმე არ არის. უკრაინელებთან ჩვენ თავად მოვაგვარებთ” - სააკაშვილის პასუხი პუტინს
პოლიტიკა - 21:07, 29 Apr, 2019     1285
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც ის უკრაინის პრეზიდენტს გამოეხმაურა და საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის პასპორტის დაბრუნება ურჩია, სოციალური ქსელით უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ სწორედ პუტიმა ურჩია პოროშენკოს მისთვის ქვეყანა დაეტოვებინა.

„ვინ ურჩევს უკრაინის მომავალ პრეზიდენტს მოქალაქეობა დამიბრუნოს? პუტინი? ეს ის პუტინია, რომელიც 2017 წლის დეკემბერში პრეს-კონფერენციაზე ხმამაღლა მოითხოვდა პოროშენკოსგან, გავეძევებინე უკრაინიდან, რაც გააკეთა კიდეც პოროშენკომ ერთი თვის შემდეგ. ზუსტად ვიცი, რომ სწორედ თქვენ მოსთხოვეთ პოროშენკოს, არ მივეწვიე ინაუგურაციაზე 2014 წელს. ახლა პოროშენკოს წარმომადგენლები, შუამავლების მეშვეობით, ზელენსკისგან მოითხოვენ, არათუ არ დამიბრუნოს მოქალაქეობა, არამედ კატეგორიულ პირობად აყენებენ, არ შემიშვან უკრაინაში. ანალოგიური მოთხოვნა თქვენ წაუყენეთ არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ასევე თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამას განიხილავდით პრეზიდენტ ერდოღანთან 2016 წელს რუსეთთან შერიგების სამიტის დროს. ასე რომ, ახლადგამომცხვარო ტროლო, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, მე საკმარისად გამოცდილი ვარ, რომ ამ მანევრების იქით დავინახო თქვენი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის ილეთი: მოითხოვოთ ოპონენტისგან, ჩემი დაბრუნება იმ იმედით, რომ მას შეეშინდება ამის გაკეთება. ახლა ეს თქვენი საქმე არ არის. უკრაინელებთან ჩვენ თავად მოვაგვარებთ“, - წერს სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42