დავით ქაცარავა ხელისუფლებას პრობლმის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოუწოდებს, ხოლო აზერბაიჯანულ მხარესთან დაკავშირებით ამბობს, რომ როგორც პარტნიორმა ქვეყანამ, უნდა დათმოს პოზიციები და მართებული გადაწყვეტილება მიიღოს.
„იმ შემთხვევაში თუ 5 მაისს, როგორც ცნობები მოდის, ჩაიკეტება დავით გარეჯში ის ბილიკი, რომლის გამოც ეს აჟიოტაჟი არის ატეხილი, ბუნებრივია ჩვენ, „ძალა ერთობაშია“ ვგეგმავთ ჩასვლას და დადგომას იქ, სადაც ვფიქრობ, რომ მთელი ქვეყანა უნდა იდგეს. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას. ჯერჯერობით, არანაირი უარყოფა ამ ინფორმაციის არ გვინახავს არსად, არც აზერბაიჯანული მხრიდან და არც ჩვენი ხელ8ისუფლების მხრიდან.
„ვსვამ ერთ კითხვას - თუ წაიღეს და დაკეტეს დავით გარეჯის ეს ნაწილი, რომელზეც ახლა მიმდინარეობს დავა, რა გავაკეთოთ ჩვენ? დიპლომატიურად გავატანოთ და მერე ვიაროთ და ვეხვეწოთ, რომ არიქა, დაგვიბრუნე? მე მგონი, არა. მე მგონი, აზერბაიჯანმაც უნდა გააცნობიეროს თავისი არასწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ პარტნიორები ვართ, მეგობრები ვართ, უნდა გააცნობიეროს და მიიღოს ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება, რომ დათმოს თავისი პოზიციები,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.
დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. მესაზღვრეები აანონსებენ, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტება.
მასალის გამოყენების პირობები






