"ევროპის საბჭოს მხარდაჭერა გვაძლევს დიდ მოტივაციას, განვაგრძოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩვენს დემოკრატიას და სახელმწიფოს გააძლიერებს" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 14:27, 29 Apr, 2019     709

ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე იმყოფება.


ასამბლეის პრეზიდენტმა ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრით დაიწყო.


საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები იყო. ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ გასული 20 წლის განმავლობაში მიაღწია.


მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.


შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილეს.


ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული 20 წლის განმავლობაში, ევროპის საბჭოს როლი ქართული დემოკრატიის განვითარებაში -ფასდაუდებელია.


„ევროპის საბჭოსთან, კონკრეტულად, საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ თანამშრომლობას შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციაში, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმტკიცებაში და ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც ასრულებს ევროპის საბჭო და საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. მინდა, პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, პრეზიდენტს წლების მანძილზე საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს გვაძლევს მოტივაციას იმისა, რომ შემდგომშიც აქტიურად განვაგრძოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიას და გააძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებით, გასული 20 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, მნიშნელოვანი პროგრესი განიცადა.

„განვლილი 20 წლის განმავლობაში, საქართველომ მოახდინა ჭეშმარიტად ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება და დემოკრატიული რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს რეფორმები არის ინსტიტუტების, ქართველი ექსპერტების და ევროპის საბჭოს კონტრიბუციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ასამბლეა მზადაა, გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა როგორც შიდა რეფორმების მიმართულებით, ისევე, როგორც უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ამ კონტექსტში, ასამბლეა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელებს მუშაობას, რათა მოვძებნოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში კონფლიქტების მოგვარებისა და ხალხთაშორის კონტაქტის გზები",- განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.


შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42