ჰოლივუდის პროდიუსერები საქართველოში ფილმის გადაღებას გეგმავენ - ამერიკელი კინომწარმოებლების ჯგუფი თბილისში
პოლიტიკა - 13:58, 28 Apr, 2019     1176
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კინოწარმოების წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ისეთი ცნობილი სტუდიების პროდუსერები, როგორიცაა HBO, UNIVERSAl PICTURES, INDEPENDENT და სხვ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.


ამერიკული კინოწარმოების მაღალი რანგის წარმომადგენლების დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" მოწვევით, 25 აპრილს ეწვია და 1-ელი მაისის ჩათვლით კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს შეისწავლის. მათი ვიზიტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ამერიკული კინოსტუდიების მიერ ფილმების გადაღების შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ ამერიკელ კინომწარმოებელთა ვიზიტს წინ უძღოდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წარმომადგენელთა პრეზენტაციები ამერიკაში, ჰოლივუდში, რომლის დროსაც გამოიხატა ინტერესი საქართველოს, როგორც კინოგადაღებებისთვის პოტენციური მდებარეობის მიმართ.

როგორც ეკონომიკის სამინიტროში აცხადებენ, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" შესახებ, რომლითაც უკვე ისარგებლეს ევროპელმა, ინდოელმა და ჩინელმა პროდუსერებმა. აღინიშნა, რომ პროგრამიდან გამომდინარე, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. ამჟამად კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის ფარგლებში 15 უცხოური პროექტი უკვე განხორციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

თავის მხრივ, ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი საქართველოს მიმართ, სადაც შესაძლებელია ამერიკული კინოფილმების გადაღება. „მათი შეფასებით, საქართველო ერთ-ერთ გამორჩეული ლოკაციაა აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და მას სხვებისგან გამოარჩევს ეკლექტურობა და მრავალფეროვნება. სტუმრებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოთი მათი დაინტერესება ასევე გამოიწვია იმას, რომ ქვეყანა თავისუფალია კორუფციისგან და გამოირჩევა დაბალი გადასახადებით. მათ ასევე აღფრთოვანება გამოხატეს ქართული კულტურითა და სამზარეულოთი. შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ ამერიკული მხარე სერიოზულად განიხილავს საქართველოში გადაღებების დაწყებას“ - აცხადებენ უწყებაში.

ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სტუმრები ქართველ კინომწარმოებლებსა და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, გაეცნობიან ქართული კინოს წარმოების შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას. ისინი 1 კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, წყალტუბოს, უფლისციხეს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს. ცნობილ ამერიკელ კინომწარმოებლებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „TRANSFORMERS", „WE NEED TO TALK ABOUT KEVIN ", „ STAR WARS: The Force Awakens", „SKY FALL", "NEVER LET ME GO" და ა .შ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42