„გარეჯა ჩვენია!“ - სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი დავით გარეჯში
პოლიტიკა - 12:22, 27 Apr, 2019     1292

სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას ადგილზე გააპროტესტებენ. პროტესტი ლოზუნგია - „გარეჯა ჩვენია!“ საზოგადოების წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფის და მათ შორის, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები თბილისიდან გარეჯის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ .

„რა თქმა უნდა, პროტესტის გრძნობა გიჩნდება, როდესაც არ არის გადაწყვეტილი საზღვრის საკითხი და უცაბედად ამ დიდ დღესასწაულებზე, როდესაც საზოგადოების ნაწილის ყურადღება გადატანილია ამ პროცესებზე, უცბად იწყება სასაზღვრო ზოლის გადმოწევა დაუკითხავად და მე ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქის ვალია, ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს ყოველივე ასეთ გადაცდომაზე. ასევე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც ველოდებით და ასევე საპატრიარქოდან ადეკვატურ ნაბიჯებს,“ - ამბობს აქციის მონაწილე დავით გულბანი.

მათ პროტესტს შეუერთდებიან საგარეჯოში მცხოვრები მოქალაქეებიც. აქციის მონაწილეებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეზღუდვები, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ დააწესა.

მოქალაქეების თქმით, აღნიშნული შეზღუდვების გამო უნიკალური ქრისტიანული ძეგლების ნახვის და ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება ქართველ მომლოცველებს და სასულიერო პირებსაც ეკრძალათ.

„ჩავალთ წირვაზე, მოვილოცავთ ტაძარს და შემდგომში ავალთ აღდგომის ტაძართან, სადაც ვიცით, რომ პრობლემები არის. პრობლემად ითვლება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ეხება, ჩვენს საზღვრებს ეხება და ჩვენ მშვიდობიანი მსვლელობით გამოვხატავთ ჩვენს განწყობას და დამოკიდებულებას, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო ერთიანი უნდა იყოს, მთლიანი უნდა იყოს, ჩვენი საზღვრები უნდა იყოს გამაგრებული და დაცული,“ - განაცხადა მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ: დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42