მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი, დაკავებასთან და შემდეგ გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით "რექციაში" საუბრობს. ბიზნესმენის განცხადებით, ის ერთადერთი ნარკოდანაშაულში ბრალდებული არ არის, ვინც 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
"ყველა შევიდეს ჩემს მდგომარეობაში, არ მინდა რომ ისე მოხდეს, რომ სხვები მიდიან ციხეში და მე გამათავისუფლეს. ჩემამდე და ჩემ მერეც ძალიან ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს იგივე მუხლით, იგივე თანხით და უფრო ნაკლები თანხითაც. ანუ, მე არ ვყოფილვარ ერთადერთი მოვლენა და შემთხვევა დღევანდელ სამყაროში, ვიზეც გაფორმდა გირაოს შეთანხმება, ნახონ ეს არის სტატისტიკა. რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ სხვა რიგითი ადამიანებიც, როგორც მე გამოვედი გარეთ, ვიღაცები შეიძლება სხედან, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცა ნასამართლევი იყო, არ ვიცი, მე სხვის კომპეტენციაში ვერ შევალ.
ყველაზე მეტად გული რაზე მტკიოდა ჩემს ადვოკატებს ვესაუბრებოდი, იმიტომ რომ საზოგადოებისგან აგრესია რომ წამოვიდა, პირველი კითხვა დავუსვი ჩემს ადვოკატებს, რომ თუ მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც გათავისუფლებულია იგივე მუხლით და სხვა ყველა შემთხვევაში ადამიანები არიან ციხეში, მაშინ ჩემი ფეხით წავალ მე იქ. და მითხრეს, რომ ასე არ არის, კანონიერად და სამართლებრივად პროკურატურასა და სასამართლოს არ ჰქონდა საშუალება, რომ შენ სამართლებრივად ჩაესვი ციხეში, ანუ მათ ეს მითხრეს", - განაცხადა ჯიბღაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






