დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის ინფორმაციით, მონასტრის ტერიტორიაზე ვითარება უცვლელია, აზერბაიჯანული მხარე მონასტერში კვლავ არ უშვებს ქართველ მომლოცველებს და ბერებს.
"არანაირი ცვლილება არ არის. შეიძლება მხარეები ცენტრალურ დონეზე შეთანხმდნენ,თუმცა ჯერ პერიფერიებში ბრძანება არ მიუღიათ. ისევ დაკავებული აქვთ ის ტერიტორიები, ისევ დგანან სამხედროები და არ უშვებენ ჩვენს მომლოცველებს. იმედია, რადგან განცხადება გააკეთეს, ტყუილს არ იტყოდნენ.
შაბათს ამოსული იყო ქალბატონი პრეზიდენტი, დაათვალიერეს ადგილები, რომ მას თვითონ სცოდნოდა, რა ტერიტორიებზეა საუბარი და ამის გამო განაცხადა აზერბაიჯაბულმა მხარემ, რომ ვინაიდან ვიზიტი არ შეგვითანხმეთ და ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავით. რატომ უნდა შეეთანხმებინათ არ ვიცი, სადაური კანონით ითხოვენ ამ ყველაფერს, მიმართეს ამდაგვარ ზომას, რომ აი, ახლა თქვენ დაგანახებთ ასეთი საქციელის გამო როგორ დაისჯებით“, - განუცხადა მედიას არქიმანდრიტმა კირიონმა.
მასალის გამოყენების პირობები






