„ჩვენ ერთის მხრივ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ მათ შორის კრიმინალთან ერთობლივი ღონისძიებები გავატაროთ. მეორეს მხრივ თქვენ იცით,რომ უკვე ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ ლეგალურად დასაქმების საშუალება მიეცეთ ჩვენს მოქალაქეებს. ვითარება ვერ ვიტყოდი რომ კრიტიკულია, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს, რომ ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი კი აცხადებს, რომ ვითარებას ვერაფერი შეცვლის, თუ საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვალა.
„თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა გამოწვეულია პირველ რიგში იმით, რომ იზრდება გაჭირვება. საქართველოში რომ იყოს ეკონომიკური ზრდა , იმედი, ამდენი ხალხი არ გაიქცეოდა, რაც ხდება დღეს. ერთადერთი გზა იმისა, რომ ქვეყანაში გაჩნდეს იმედი და ეკონომიკური ზრდა არის მთავრობის შეცვლა, სხვა გზა არ არსებობს - ეს არის სიმართლე,"-განაცხადა კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






