პანკისში მომხდარი დაპირისპირება და MDF-ის კვლევა - "სოციალურ ქსელში ერთი და იგივე პირები ყალბი პროფილებით იცავდნენ ხელისუფლების პოზიციებს და აღვივებდნენ შუღლს"
პოლიტიკა - 18:56, 25 Apr, 2019     1540
"მედიის განვითარების ფონდის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დგინდება, როგორ ხდებოდა პანკისში განვითარებული მოვლენების პარალელურად ხელისუფლების ნარატივის ტროლებით გავრცელება.

კვლევის ავტორებმა გაარკვიეს, რომ პანკისში მომხდარი დაპირისპირების დროს სოციალურ ქსელში ერთი და იგივე პირები ყალბი პროფილებით სარგებლობდნენ, იცავდნენ ხელისუფლების პოზიციებს და აღვივებდნენ შუღლს.

„ცდილობენ ხელისუფლების ქმედებების გამართლებას და ყველზე სამწუხაროა, რომ შუღლის გაღვივების ელემენტებიც გამოვლინდა, როდესაც ამ ადამიანების ეთნიკურ, რელიგიურ იდენტობაზე ხდებოდა ხაზგასმა და ერთ-ერთ კომენტარში ტერორიზმთან დაკავშირებაც კი, რაც ძალიან სახიფათოა და არის ბინძური მანიპულაცია. სამწუხაროა, რომ ეს ჯგუფები დაკავშირებულები არიან გარკვეულწილად ხელისუფლებასთან და ამ მხრივ ახდენენ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას,“ - აცხადებს "მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენებს დროს ე.წ. ტროლები, რომ რელიგიური თემით მანიპულირებას ცდილობდნენ, ამაზე საუბრობს მედიის განვითარების ფონდის ანალიტიკოსი, სოფო გელავაც.

„იმაზე ხაზგასმა, რომ ესენი არიან მუსლიმები, მათ ჰყავთ სხვა ღმერთი და ყალბი და მანიპულაციური ვიდეოების გავრცელება სოციალურ ქსელებში, რომ თითქოს, ისინი სეპარატიზმს უჭერენ მხარს და არ აღიარებენ პანკისის ხეობას საქართველოს ტერიტორიად, ეს განსაკუთრებით საშიში არის და ამ შემთხვევაში უკვე საფრთხე არის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ვხედავდით, რომ ესენი იყვნენ ყალბი ადამიანები, რეალურად, არ იყვნენ ის ადამიანები, რასაც იბრალებდნენ საკუთარ თავზე. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ჩნდებოდა კითხვები, რომ ხომ არ იყო ეს ორგანიზებული, მაგალითად, იგივე შსს-ს მხრიდან, რომ სოციალურ ქსელში რაც არსებობდა კრიტიკა ამ სპეცოპერაციის წინააღმდეგ, დისკუსია შეეცვალათ და შეექმნათ ილუზია, რომ თითქოს მხარდაჭერაც არსებობს,“ - განაცხადა სოფო გელავამ.

პანკისის ხეობაში სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება 21 აპრილს მოხდა. ფიზიკურ დაპირისპირებას კი წინ მოსახლეობის მიერ ჰესის მშენებლობის დაწყების გამო პროტესტება უძღოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42