სამართლიანი სასამართლო, კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებისთვის ეს ის მთავარ ფასეულობებია, რის გამოც საქართველო შესაძლოა, ნატო-ს წევრი გახდეს.
„ნატო-ს საქართველოსთან დაახლოების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რის გაკეთებას აპირებს თავად საქართველო, რომ დაუახლოვდეს ნატო-ს, ანუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ ერთად, რომ მიზანს მივაღწიოთ და ორი მხარე უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს. არის საკითხები, რომლებსაც დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება - ყველა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და არ არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რაც უნდა გაკეთდეს. მაგალითად, მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, არამედ ნატო-ს ღირებულებების გამტკიცებაც. ეს არის კორუფციასთან გამკლავება, მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა - ყველა ეს საკითხი გადამწყვეტია,“ - განუცხადა „კურიერს“ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მადელინ მუნიმ.
მისივე თქმით, ქვეყნებს, რომლებსაც ალიანსის წევრობა სურს, მის ფასეულობებს უნდა იზიარებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






