ოპოზიციის თქმით, მთავრობამ უნდა იმუშაოს ევროპელ პარტნიორებთან, რომ მიგრანტებმა ევროპაში ლეგალურად დასაქმება შეძლონ.
„რაც უფრო მეტი დრო გადის, უვიზო რეჟიმი რაც გვაქვს, მით უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, რომ ევროპაში წავიდეს სამუშაოდ და თავშესაფარი მოითხოვოს იქ, რაც პირდაპირ ასახავს ვითარებას, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, სამსახური იპოვონ, გაიუმჯობესონ საკუთარი ეკონომიკური ვითარება და ამ უპერსპექტივობისგან გარბიან ევროპაში. ასე, რომ ეს არის იმ წარუმატებელი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, რაც შეეხება ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
განცხადება გაკეთდა „ევროპული საქართველოშიც"
„საქართველოს ხელისუფლებამ გარდა იმისა, რომ იქ ადგილზე მოქალაქეებს უნდა დაეხმაროს და არ უნდა იყოს ისეთი ვითარება, რომ კარვების ქალაქებს და უკიდურეს მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს ასეთი პირობები აქვთ შექმნილი, არამედ საქართველოს შიგნით უნდა ეცადოს, რომ იყოს იმგვარი პირობები და იმგვარი სატანადო თანადგომა, რომ მასობრივად ჩვენი თანამოქალაქეები არ ტოვებდნენ ქვეყანას,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






