სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურების შესრულების შემდეგ მრევლს მიმართა და თქვა, რომ "ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის".
„დღეს განსაკუთრებული დღეა. მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის, აზიარა იუდა ისკარიოტელი. წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელი ზიარების შემდეგ გამოვიდა და გასცა მაცხოვარი. იმას რომ მადლობა შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში.
ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, რასაც ჩვენ ვთხოულობთ, ის არის მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის და აი დღეს, როცა ჩვენ ვეზიარეთ წმინდათა საიდუმლოთა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს“, - ბრძანა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






