''უვიზო რეჟიმს ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა'' - რა საფრთხეებზე საუბრობს თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა. თეა წულუკიანმა სიმონ მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად.
მინისტრის თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების თვალსაზრისით.
„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები − ზოგიერთი მათგანი − ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება. რა თქმა უნდა, ეს არის ამოსავალი წერტილი სწორედ უვიზო მიმოსვლისა, რომ ეს არ არის უფლება იქ წასვლის და დარჩენის ან იქ სამუშაოს მოთხოვნის; ეს არის ტურისტული ან სხვა მოკლევადიანი მიზნებისთვის უვიზოდ მგზავრობის − ჩასვლის და ჩამოსვლის − უნიკალური შესაძლებლობა.
ვისაუბრეთ იმაზე, რომ უვიზო რეჟიმი არის ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ვისაც ევროპული არჩევანი წინაპრების დროიდან აქვს გაკეთებული, და მათი ევროპული მომავლისათვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომ თავიანთი თანამოაზრეები, მეგობრები ევროპაში მოინახულონ, გაეცნონ იქაურ სისტემას ან, თუნდაც, საზაფხულო სკოლაში მიიღონ მონაწილეობა მოკლე ვადით და რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ“, − აღნიშნა შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, რაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, უკვე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი. საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით გამკაცრდა გვარისა და სახელის შეცვლის რეგულაციები ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როდესაც, მაგალითად, მოქალაქე, რომელმაც ერთი გვარით ჩაიდინა დანაშაული ევროკავშირის ტერიტორიაზე, იცვლის გვარს და მოკლე ვადაში ახალი ვინაობით მიემგზავრება კვლავ შენგენის ზონაში; საქართველოს პარლამენტი კი განიხილავს კანონს, რომელიც უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას ითვალისწინებს.
იუსტიციის მინისტრის თქმით, 2020 წლიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური დოკუმენტი გახდება, გაიზრდება მისი უსაფრთხოება და მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის კიდევ უფრო შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის რისკებს. მან აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა უკვე შეაფასეს დადებითად შენგენის ზონის ქვეყნების შესაბამისმა უწყებებმა.
თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობისა და პირადად იუსტიციის მინისტრის მიერ საჯარო და სატელევიზიო გამოსვლებში ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნება, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს დასაქმებას ან თავშესაფრის მოთხოვნას ევროკავშირის ქვეყნებში და ასეთი ქმედება საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავარ მონაპოვარს − უვიზო მიმოსვლას ევროპის ქვეყნებთან. ამასთან, საქართველოს ყველა მოქალაქე 2015 წლიდან დღემდე პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღებისას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში იუსტიციის სამინისტროსგან იღებს სპეციალურ ბროშურას, სადაც დეტალურადაა განმარტებული, თუ როგორია უვიზო მიმოსვლის წესები. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შექმნა სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელიც ეხმარება მოქალაქეს, აკონტროლოს, თუ რამდენი დღე გაატარა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ, რათა არ დაარღვიოს ევროკავშირში კანონიერად ყოფნის წესები (აღნიშნული აპლიკაცია შექმნის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა). ამასთან, იუსტიციის სამინისტრო ამ წლების განმავლობაში ყველა შესაძლო შემთხვევას იყენებს მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, რომელთა შორისაა პირისპირ შეხვედრები როგორც დედაქალაქში, ისე საზოგადოებრივ ცენტრებში რეგიონის მოსახლეობასთან. ისეთ ეროვნულ დღესასწაულზე, როგორიცაა 26 მაისი, უკვე წლებია, იუსტიციის სამინისტრო ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად ინსტალაციებსა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს იყენებს. ამჯერადაც, 2019 წლის 26 მაისს, რომლის მთავარი თემაა „გააზიარე ცოდნა“, იუსტიციის სამინისტრო გორში უმასპინძლებს სადღესასწაულო ღონისძიებებს და გეგმავს სპეციალური მასშტაბური პავილიონის აგებას (თვითმფრინავის, მოცდის დარბაზის, საპასპორტო კონტროლის და სხვა ინსტალაციების გამოყენებით), რომლის მთავარი თემაა „გააზიარე ცოდნა ევროპაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ“.
შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად არსებული პრობლემების დაძლევა შესაძლებელი გახდება და საქართველო შეინარჩუნებს ისტორიულ წარმატებას − უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, რაც მრავალი თაობის შრომის შედეგია.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა