„ჩვენი ქმედებები მხოლოდ პასუხია NATO-სა და ამერიკის მზარდ სამხედრო აქტივობაზე, რუსეთის საზღვებთან ალიანსის ჯარების განლაგების საპირისპიროდ, ჩვენ იძულებულები ვართ გავაძლიეროთ დასავლეთის და სამხრეთის სამხედრო ოლქები. ამასთან ეს ღონისძიებები ხორციელდება რუსეთის შეიარაღებული ძალების დადგენილი რაოდენობის ფარგლებში და მოხდება სხვა სამხედრო ოლქების შემადგენლობის შემცირების ხარჯზე.“- განაცხადა გერასიმოვმა.
ცნობისთვის, სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო ნაწილები და შენაერთები რუსეთის ფედერაციის სამი ადმინისტრაციული ერთეულის – სამხრეთის, ჩრდილოეთ კავკასიის და 2014 წლიდან ანექსირებული უკრაინული ყირიმის ტერიტორიებზეა განთავსებული. აღნიშნულის გარდა სსო-ს 3 სამხედრო ბაზა განლაგებულია ამიერკავკასიაში – 102-ე ს/ბაზა სომხეთში ქ. გიუმრიში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა – მე-7 ს/ბაზა აფხაზეთში ქ. გუდაუთა, მე-4 ს/ბაზა ცხინვალის რეგიონი ქ. ცხინვალში და ჯავაში.
მასალის გამოყენების პირობები






