სამოქალაქო მოძრაობა ბათუმის მერიაში არსებული დარღვევების შესახებ საუბრობს
პოლიტიკა - 18:27, 24 Apr, 2019     903
სამოქალაქო მოძრაობა, ბათუმის ე.წ. "გენგეგმის" კონკურსთან დაკავშირებით, მერიის მხრიდან დაშვებულ დარღვევებზე საუბრობს. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების კონკურსი 18 მარტს გამოცხადდა და მისი ღირებულება 1 101 694 ლარია.


სამოქალაქო მოძრაობის აჭარის წარმომადგენლობის ლიდერის გენრი დოლიძის განცხადებით, ბათუმის მერიის მხრიდან წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია, შეიცავს არაერთ დარღვევასა და შეუსაბამობას,როგორც სამართლებრივი, ასევე შინაარსობრივი კუთხით,შესაბამისად ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ პირობები შესაძლოა მორგებული იყოს რომელიმე კონკრეტული კომპანიის ინტერესებს. ამავე დროს, სახელმწიფო შესყიდვის გამომცხადებელი არ იცნობს დღეისათვის, ქვეყანაში სივრცითი დაგეგმარების სფეროში მოქმედ ახალ კანონმდებლობას, რადგანაც საკონკურსო დოკუმენტაცია შედგენილია ძველი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

ამ მოსაზრებას მოწმობს შემდეგი ფაქტი - შესყიდვის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს - ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების განახლება-შემუშავება. 2019 წლის 3 ივნისიდან კი ძალაში შედის ახალი კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი" , რომლის მიხედვითაც ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დადგენის უფლება აღარ ექნება ადგილობრივ თვითმმართველობას. ამდენად, გამოდის, რომ ის, რაშიც თითოეული ჩვენგანის ფული იქნება გადახდილი, 3 ივლისიდან ძალადაკარგული და უვარგისი იქნება. ამ და სხვა დარღვევებისა და ხარვეზების გასაჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამოქალაქო მოძრაობა ელის რომ მერიას ხარვეზების გასწორება, დისკრიმინაციის აღმოფხვრა და კონკურსის ხელახალი გამოცხადება დაევალება.

"სამოქალაქო მოძრაობა ვერ დაუშვებს, რომ ფუჭად იქნას გადაყრილი ბათუმის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა, უსარგებლო, გამოუყენებელი და არაკომპეტენტური დოკუმენტის შესაქმნელად მაშინ, როდესაც ურბანული განვითარების კუთხით ვდგავართ მეტად სახიფათო და ქაოტური პროცესებისა და გამოწვევების პირისპირ",აცხადებს გენრი დოლიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42