ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:15, 24 Apr, 2019     1163

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით.

ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით, რაც მოიცავს სამ ძირითად ამოცანას - ბაზრის დერეგულირება, მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგოეფექტურობა . ეს ასახულია საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტში

ამასთანავე, 2014 წლიდან, ყოველწლიურად დგინდება საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა, რომლის მიზანია ელექტროენერგიტიკული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, გენერაციის ზრდის უზრუნველყოფა და გადამცემი ქსელის საიმედოობის გაზრდა.

ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა- მოხმარების ბალანსი ყოველთვის ინდიკატიურია და წლის პირველი 2-3 თვით მსჯელობა არ არის მართებული. მით უმეტეს არაა სწორი, რომ 2-3თვის მონაცემებზე ავაგოთ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია და ახალი ჰესების განვითარება უნდა შევაჩეროთ - ეს საფრთხის შემცველი მოწოდებაა. მით უფრო, რომ დღეის მდგომარეობით, 20%ზე მეტი იმპორტული ენერგომატარებლების ხარჯზე კმაყოფილდება (ელ.ენერგია, გაზი).

წლიდან წლამდე არსებულ ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ჭრილში ვხედავთ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალოდ 5%-იან ზრდას, მოცემული ზრდის ტრენდის შენარჩუნებისა და საპროგნოზოდ კიდევ უფრო მეტად გაზრდის შესახებ არაერთი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისა თუ დონორი ორგანიზაციების მიერ იქნა ანალიზი და შეფასება წარმოდგენილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, საქართველოს მშპ-ს საშუალო ვადიანი ზრდის პროგნოზი 5%, ხოლო გრძელვადიანი საშუალოდ 4,5%. შესაბამისი ეკონომიკური ზრდა გამოიწვევს ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში ის 4,5%-ს გაუტოლდება.

არსებობს არაერთი კვლევა, რომლებიც ადასტურებს, რომ 2030 წელს საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნა 21-22 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწევს, რაც დაახლოებით 8 მილიარდი კილოვატ საათით მეტია ქვეყნის არსებულ გენერაციაზე.

ეს ზრდა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს და ამას ალტერნატვა არ გააჩნია.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ ახალი კანონპროექტი რამდენჯერმე განხილულ იქნა, როგორც განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის წევრებთან, ასევე ენერგეტიკის სფეროში მოქმედ არასამთავრობოებთან და სხვა დაინტერესბულ პირებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტზე მუშაობის დროს, რომელიც მომზადდა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უშუალო ჩართულობით, მუშაობის პროცესში მრავალჯერ გაიმართა სამუშაო შეხვედრები როგორც პარლამენტარებთან, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ არაერთ შეხვედრაზე, ასევე ფინანსურ ინსიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, ენერგეტიკის ექსპერტებთან, პროფესორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასეთი ჩართულობა მათ აძლევდათ საშუალებას ჰქონოდათ შენიშვნები და მოსაზრებები, რისი ასახვაც მოხდა კანონპროექტში და სწორედ ამის შემდეგ, როცა ყველა მხარესთან შეჯერდა, გადაეგზავნა მთავრობას დასამტკიცებლად" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42