იუსტიციის საბჭო მორიგ სკანდალში ეხვევა - კანონდარღვევა, რომელიც ორო წლის შემდეგ გასაჯაროვდა. არსამათავრობო ორგანზიაციისა და ერთ-ერთი ინტერნეტ პორტალის მოკვლევით დგინდება, რომ პარლამენტმა 2017 წლის ივნისში, კანონი დაარღვია, როცა ზაზა ხარებავა და კიდევ ორი წევრი - ლევან გამეზარდაშვილი და ირაკლი ქადაგიძე, იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრებად გაამწესა.
მომხდარს მმართველი პარტიიდან წასული ეკა ბესელია გამოეხმაურა. ბესელიას თქმით, ზაზა ხარებავასთან დაკავშირებით კითხვები მასაც ჰქონდა და ამ საკითხზე მწვავე დისკუსია მოუწია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც. დეპუტატი ამბობს, რომ ხარებავას ზარდიაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები ლობირებდნენ.
„იუსტიციის საბჭოს ამ წევრების არჩევა იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი კონფლიქტის თემა შიგნით. მაშინ ეს არ გასაჯაროებულა. მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ ეს საჯაროდ რომ მაშინ ძალიან მწვავე საუბარი იყო შიგნით. მათ შორის შეიძლება ეს როდისმე დაადასტუროს ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელთანაც მქონდა ამ თემაზე საუბარი და მასაც ჰქონდა მცდელობა, რომ ეს პროცესი კარგად წარმართულიყო და მათშორის ძალიან მწვავე საუბარი და პრინციპში თითქმის კონფლიქტამდე მივიდა ეს თემა შიგნით მე მქონდა მაშინ ძალიან მწვავე საუბარი ბიძინა ივანიშვილთანაც ამ თემაზე იმიტომ, რომ ისიც საქმის კურსში ჩავაყენე. იყო ძალიან დიდი მცდელობა და ზეწოლა ლობირების აი ამ ჯგუფის,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






