"პრაიდთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჯერ კონკრეტული შედეგი არ აქვს" - ნათია მეზვრიშვილი
პოლიტიკა - 17:12, 24 Apr, 2019     652

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში „ლგბტ“ პრაიდთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ეს თემა საკმაოდ სენსიტიურია და შეხვედრები და მოლაპრაკებები ჯერ არ დასრულებულა.

"ეს არის ძალიან სენსიტიური თემა. აბსოლუტურად ყველას მინდა მოვუწოდო, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოფიციალური შეხვედრები და მოსამზადებელი ღონისძიებები არ დასრულებულა და საწყის ფაზაშია, ყოველგვარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრჯერ უთქვამს და ახლაც ვიმეორებთ, სადაც უნდა მოხდეს, რა დემონსტრაციაც უნდა იყოს, ვინც უნდა იყოს ამის ორგანიზატორი, ყველას გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონის ფარგლებს, დავიცავთ - ეს ერთი. მეორე - ის განცხადება, რომელიც გუშინ „ლგბტ“ თემის წარმომადგენლებმა გაავრცელეს, რეალობას არ შეესაბამება და სამწუხაროა ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯები, მით უმეტეს ორმხრივი თანამშრომლობის პირობებში. შეუთანხმებელი ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის იდეას, ჩვენი, ყველას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესს. მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ ორშაბათს დავიწყეთ, არ დასრულებულა. შედეგების შესახებ ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე, სახალხო დამცველს ინფორმაცია მივაწოდეთ და კიდევ მივაწვდით. ამიტომ დაველოდოთ, როცა მოახლოვდება თარიღი. ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ვხედავთ. ეს ვუთხარით შეხვედრის მონაწილეებსაც და ეს იცის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ. გადაჭრით რამეზე საუბარი, სანამ ღონისძიების თარიღი არ მოახლოვდება, პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და შფოთვები აბსოლუტურად ზედმეტია," -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42