იუსტიციის საბჭო მორიგ სკანდალში ეხვევა - პარლამენტმა ერთ-ერთი არამოსამართლე წევრი საბჭოში კანონდარღვევით გაამწესა
პოლიტიკა - 17:06, 24 Apr, 2019     754

იუსტიციის საბჭო მორიგ სკანდალში ეხვევა - კანონდარღვევა, რომელიც ორო წლის შემდეგ გასაჯაროვდა. არსამათავრობო ორგანზიაციისა და ერთ-ერთი ინტერნეტ პორტალის მოკვლევით დგინდება, რომ პარლამენტმა 2017 წლის ივნისში, კანონი დაარღვია, როცა ზაზა ხარებავა და კიდევ ორი წევრი - ლევან გამეზარდაშვილი და ირაკლი ქადაგიძე, იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრებად გაამწესა.

კანონის ჩანაწერის მიხედვით, იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრად წარდგენის შემთხვევაში ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს იურიდიული გამოცდილება სასამართლოში. ზაზა ხარებავა საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა ”აფხაზეთმა” წარადგინა, ფონდს კი იურიდიული გამოცდილება არ აქვს. ის სასამართლოში რიგ შემთხვევებში იყო მხარე, ან მას უჩიოდნენ თავად. შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით 2017 წლის ივნისში პარლამენტმა დაარღვია კანონი და ზაზა ხარებავა არალეგიტიმურად გაამწესა საბჭოში.

„არ გვჯერა იმის, რომ ეს ადამიანი შემთხვევით არის იქ მოხვედრილი. კონკრეტულ ინტერესებს ატარებს ეს ადამიანი ძალიან მყარად უკვე წლებია. არ არის აქტიური. ყოველთვის ეთანხმება და ყველა კრიტიკულ გადაწყვეტილებაში ეს ადამიანი მხარს უჭერდა კლანს და კიდევ ამ ადამიანს ახლა განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმიტომ რომ ახალი წესები რომელიც შემოვა უზენაესში კანდიდატების დასახელების, თუ საბჭოს მოსამართლე წევრები თვითონ გადაწყვეტენ კანდიდატად ყოფნას, მათ აუცილებლად დასჭირდებათ ზაზა ხარებავას ხმა. იმიტომ, რომ ხმები არ ეყოფათ. ზუსტად ვიცით რა განლაგებაა საბჭოში. ვინ რა პოზიციებზე დგას და ზაზა ხარებავა არასდროს, არც ერთხელ არ ყოფილა აქტიური და არასდროს მას იმ მავნე გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ხმა არ ამოუღია რომელიც საბჭომ მიიღო,“-განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა გიორგი გვილავამ.

საბჭოს არამოსამართლე წევრების საეჭვო რეპუტაციაზე საუბრობს ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარეც:

„გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა მას შემდეგ, რაც შეისწავლის თუ რამდენად კანონიერად იქნა არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობაზე. საბჭოში არის მინიმუმ სამი არამოსამართლე წევრი, რომელიც ყოველთვის ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რაც იმას ნიშნავს რომ მათ აქვთ მჭიდრო კავშირები იქ გაბატონებულ კლანთან და ვერასდროს ვერ უწევენ მათ წინააღმდეგობას,“-განაცხადა კახა წიქარიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42