მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, გუშინ სასამართლომ მას 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
აღნიშნულმა პროტესტი გამოიწვია, ოპოზიცია მფარველზე ალაპარაკდა, რომელიც შესაძლოა ჯიბღაშვილს ჰყავდეს.
საკითხზე კომენტარი დღეს შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ ჯიბღაშვილი მათთვის ჩვეულებრივი ბრალდებულია:
„ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული, რომლის მიმართაც არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი, რის გამოც შსს-მ დააკავა ის ბრალდებულის სახით. პროკურატურამ მას წაუყენა ბრალი, შემდეგ მოითხოვა კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც რატომღაც, სამწუხაროდ, საზოგადოებას ხშირად ერევა სასჯელში. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება პირის მიმართ ინდივიდუალურად პიროვნული მახასიათებლების, წარსული ნასამართლობის და ა.შ. არ ვცდილობ არაფრის ახსნას, მაგრამ ვცდილობ, რომ იურიდიული პროცედურები განვმარტო, რომ ამ საკითხში მეტი სიცხადე შემოვიტანო,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






