ბიბლიოთეკის თანამშრომელთა უმრავლესობა, შიშობს რომ მათ სამსახურის დაკარგვა ემუქრებათ, ისინი დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ბიბლიოთეკარები წერილობით გარანტიას ითხოვენ, რომ მერია მათ დროებით ხელშეკრულებაზე არ გადაიყვანს, შედეგად, სამსახურიდან არ გაუშვებს და არც შენობებს გაასხვისებს.
„კახი კალაძესთან ვითხოვთ შეხვედრას და მოგვისმინონ. არ მინდა, რომ კახი კალაძის სახელი ან ხუნწარიას სახელი დარჩეს ბიბლიოთეკის ლიკვიდაციასთან. იურისტი აყვანილი გვყავს, სასამართლო გადაწყვეტს პრეზიდენტის ბრძანებულობას როგორ აუქმებს საკრებულო.“- აცხადებენ ბიბილიოთეკარები.
თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა არ ნიშნავს „მთავარ ბიბლიოთეკაში“ შემავალი 36 ბიბლიოთეკის არც თანამშრომლების განთავისუფლებას და არც შენობების გასხვისებას და საუბარია, მხოლოდ სტატუსის შეცვლაზე. გაუქმებული სსიპ-ის თანამშრომლები სამუშაოდ გადადიან მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაში, რომელიც მერიის მიერ შექმნილი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირია. ნინია მაჭარაშვილის განმარტებით, ბიბლიოთეკებში დასაქმებული 300-ვე თანამშრომელი შეინარჩუნებს სამსახურსა და ხელფასს და იმუშავებს არსებულ შენობებში.
მასალის გამოყენების პირობები






