ოპოზიციას ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაიცო სამუშაოებზე დამატებითი თანხების გამოყოფას აკრიტიკებს და შესაძლო კორუფციაზე საუბრობს, გავრცელებული ინფორმაციით დედაქალაქის მთავრობას სამუშაოების დასასრულებკად 18 მილიონი ლარი დააკლდა.
"წელიწადნახევრის შემდეგ ამბობენ რომ თურმე დააკლდათ, ოღონდ ერთი, ორი, სამი ან ხუთი მილიონი კი არა, 18 მილიონი ლარი და ახლა საუბარია იმაზე, რომ თბილისის განვითარების ფონდი ითხოვს ტენდერის გარეშე ისევ, ბიძინ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას დამატებით მისცეს 18 მილიონი ლარი. რა თქმა ეს ყველაფერი დაკავშირებულია კორუფციასთან.“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიციის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დამატებით 18 მილიონი დაიხარჯება. ხელშეკრულება კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ორ კომპანიასთან - "ანაგსა" და "ენსი"-სთან ისევ პირდაპირი მიყიდვის წესით გაფორმდება.
მასალის გამოყენების პირობები






