"შს მინისტრი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ... ქისტების აგრესია გამოიყენა თამაზაშვილი-ღარიბაშვილის ჯგუფმა" - ელისო კილაძე
პოლიტიკა - 23:53, 23 Apr, 2019     958
გაზეთ ქრონიკა+-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემპანკისის მოვლენები "არჩევანის" ეთერში შეაფასა და განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

ელისო კილაძე პანკისის მოვლენებს შიდა ომის საკითხს უკავშირებს და სუს-ის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. ის ამბობს, რომ სუს-მა არ მიაწოდა ინფორმაცია შსს-ს.

„ქისტების ემოციებზე იმუშავა გარკვეულმა სამსახურებმა. სუს-მა არ მიაწოდა, მინიმუმ, ინფორმაცია შსს-ს იმ არსებულ რეალობასთან დაკავშირებით, რაც იყო პანკისში და ვინ გამოიყენა სიტუაცია? დიახ, არ იყო ეს ყველაფერი მომზადებული. დიახ, ეს იყო უწყებრივი ომი და დიახ, შს მინისტრი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. როცა ის პირადად ჩავიდა პანკისის ხეობაში, ადეკვატური გახდა სიტუაცია. სპეცრაზმი აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოსახლეობასთან დაპირისპირებაში. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ყველაფერი ასე სპონტანურად დაიგეგმა ერთ საათში და გაჩნდა მოლოტივის კოქტეილები?“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ ქისტების მთელი აგრესია გამოიყენა თამაზაშვილი-ღარიბაშვილის ჯგუფმა, რომელიც ემზადება დასაბრუნებლად და მათ შორის, პანკისის ხეობაში.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი გახარიას პირად მტრად აღიქვამს და მას სურს, სწორედ მისი ადგილი დაიკავოს.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ როდესაც საუბარია ვინმეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არ შეიძლება, ამ კონტექსტში განიხილებოდეს მხოლოდ გიორგი გახარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42