"უამრავი ადამიანი იგივე "დანაშაულის“ გამო დღესაც გვიზის საპყრობილეში" - "გირჩი" შსს-ს მიმართავს და ჯიბღაშვილის დაკავებისას ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობის დასახელებას ითხოვს
პოლიტიკა - 09:55, 24 Apr, 2019     4079

"გირჩი" მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

"გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მსახიობი და ბიზნესმენი ლევამ ჯიბღაშვილი, რომელსაც ავტომანქანაში აღმოუჩინეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, თუმცა არც ერთ ნიუსში, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა არ იყო მიითებული, ზუსტად რა ნივთიერებები და რა ოდენობით იქნა აღმოჩენილი.

თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებისას ლევან ჯიბღაშვილი ხმამაღლა ითხოვდა დახმარებას კახა კალაძისგან.

დღეს პროკურატურამ ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძებად 15 ათასი ლარის გირაო მოითხოვა. ხოლო სასამართლომ ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარის გირაო შეუფარდა.

ჩვენ ვულოცავთ ბატონ ლევან ჯიბღაშვილს თავისფლებას და მისგან განსხვავებით, ვფიქრობთ რომ არც ერთი ადამიანი ნარკოტიკების ფლობის და მოხმარების გამო არ უნდა იჯდეს ციხეში, უფრო მეტიც სრულად ვეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის ხაზს და ეს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი გვგონია.

შესაბამისად, იმედი გვაქვს რომ ბატონი ლევანი თავისუფლებაში დარჩება საქმის არსებითად გადაწყვეტის შემდეგაც.

ამავდროულად გვინდა, რომ ეს შემთხვევა სხვა ადამიანების გასათავისუფლებლადაც გამოვიყენოთ და გვაქვს შემდეგი კითხვები:

1. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვაინტერესებს რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული?

2. პროკურატურისგან გვაინტერესებს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო (260-ე მუხლი) ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

3. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ჯგუფის იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

4. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ან ნაკლები ოდენობის იგივე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?

5. სასჯელ აღსრულების სამინისტროსგან გვაინტერესებს რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?

ჩვენ ვთვლით რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, იმისთვის რომ გამოვრიცხოთ შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვი ამ საქმეში, მით უმეტეს არსებობს ინფორმაცია, რომ დაზარალებული დაკავებისას ითხოვდა დახმარებას მაღალი თანამდებობის პირისგან, ქალაქის მერისგან.

ჩვენ არ გვგონია პრობლემა ის, რომ ქალაქის მერი დახმარებოდა ბატონ ლევანს, თავისუფლების ყიდვაში, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ გვგონია სამართლიანი ამ დანაშაულის გამო ადამიანის ტყვეობაში ყოფნა. თუმცა გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ უამრავი ადამიანი იგივე ,,დანაშაულის“ გამო დღესაც გვიზის საპყრობილეში.

ყველაზე უარესი რამ რაც შეიძლება დაემართოს მართლმსაჯულების სისტემას არის შერჩევითი სამართლიანობა, ამიტომ რაც დასაშვებია ბატონი ლევან ჯიბღაშვილის შემთხევაში, აუცილებლად უნდა გავრცელდეს სხვა ადამიანების შემთხვევებზეც, რომლებიც უსამართლოდ იტანჯებიან საპყრობილეში.

ვითხოვთ ზემოთთქმული უწყებებისგან, გვიპასუხონ დასმულ შეკითხვებზე და დაიწყონ პროცედურები, იგივე დანაშაულის გამო ციხეში მსხდომი ადამიანების გასათავისუფლებლად.

პატივისცემით. გირჩი." - აღნიშნულია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42