"აბსურდულია, ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება მათ მიერ გამოხატული პოზიციის გამო" - მურუსიძე ევროპული საქართველოს ინიციატივაზე
პოლიტიკა - 19:27, 23 Apr, 2019     677
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე, ევროპული საქართველოს ინიციატივას , უმაღლესი საბჭოდან საბჭოს სამი არამოსამრთლე წევრის გაწვევის მოთხოვნის შესახებ ეხმაურება.

მისი განცხადებით აბსურდულია, ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება მათ მიერ გამოხატული პოზიციის გამო.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ საბჭოდან არამოსამართლე წევრის გაწვევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საკუთარ საქმიანობას არაჯეროვნად ასრულებს.

„არამოსამართლე წევრის გაწვევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას. ამიტომ მოვუწოდებდი ჩვენს დეპუტატებს ევროპული საქართველოდან, კარგად გაიაზრონ, რას ნიშნავს არაჯეროვანი შესრულება და აბსურდულია, როდესაც შენ ითხოვ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლო ადამიანები მის მიერ გამოხატული პოზიციის გამო. თუ ეს მოხდა, ეს იქნება იმდენად უხეში დარღვევა კანონის, იმდენად უხეში ჩარევა სასამართლო სისტემის საქმიანობაში, რომ მე, უბრალოდ, წარმოდგენაც კი მიჭირს,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, ევროპული საქართველოს ინიციატივის მიღმა პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს და ამბობს, რომ ის სამართლებრივ ნორმებს მოკლებულია.

„ერთადერთი შემადგენელი ამ ინიციატივის არის პოლიტიკური კონტექსტი. ეს ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული და აცდენილი. "არაჯეროვნად შესრულებად" განმარტო ის, რომ წევრმა ამა თუ იმ საკითხის განხილვისას მხარი დაუჭირა ან არ დაუჭირა საკითხის მიღებას, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და გაუმართლებელი საქციელი. ეს ნონსენსია, სხვა კომენტარს ვერ ვაკეთებ ამაზე,“ - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42