„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და დღესაც კი ამაყობთ ე.წ. ვალების განულებით. ვალების განულების ამ პროცესის ორგანიზატორი იყავით თქვენ, ეროვნული ბანკი, პრემიერ-მინისტრი. ყოველ დღე ჩანდით ტელევიზიით და მოგწერეთ წერილი, ვალების განულება რა დაუჯდა თქვენს პარტნიორ იმ ქართუ ფონდია, თუ ვიღაცას და რა პასუხი მივიღეთ? - ვალების განულება ჩვენ არ გვეხებაო, ეს ორ კომერციულ სუბიექტს შორის არსებული კონფიდენციალური ინფორმაციაა და ვერ გეტყვითო. ხელისუფლებამ მოახდინეთ საფინანსო სისტემის რეკეტი და ივანიშვილმა ამაში კაპიკებიც კი არ გადაიხადა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრს მოუწევს პასუხის გაცემა წერილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც ისევე დაატოვებინებენ პოსტს, როგორც ეს სხვა ფინანსთა მინისტრების შემთხვევაში მოხდა.
რომან გოცირიძის კრიტიკას ვანო მაჭავარიანმა დემაგოგია უწოდა..
„ეს ღია, პირწმინდა ტყუილები არც ერთს არ უთქვამს. აი, ჩვეულებრივად ღიად შეგიძლიათ ამ ასაკის კაცს, ზიხართ და დემაგოგობთ. აი, თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა, რაა“ - განაცხადა ვანო მაჭავრიანმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ვანო მაჭავარიანს მოუწია ოპონენტებისთვის პასუხის გაცემა, საპენსიო რეფორმაა.
ოცნებიდან წასულმა ბექა ნაცვლიშვილმა ადგილზე კალკულაცია წარმოადგინა, თუ რა რაოდენობის პენსიას აიღებს 500-ლარიანი ხელფასის მქონე პირი, რომელსაც 7 წელი დარჩა შენატანების გასაკეთებლად. მისი თქმით, საპენსიოდ შეგროვილი მისი თანხა 50 ლარი და 70 თეთრი იქნება.
ვანო მაჭავარიანის მტკიცებით კი, ეს თანხა 2000 ლარსაც კი ასცდება და დეპუტატი არასწორ კალკულაციას აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები






