პენიტენციურ დაწესებულებაში კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 18:16, 23 Apr, 2019     456

23 აპრილს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კამპანიის - „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის საზოგადოებისადმი მიმართვას, მიეღოთ მონაწილეობა პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრებაში, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის იყო მოძრაობის თეატრი, რომელმაც მიმდინარე წლის 20 მარტს წამოიწყო კამპანია “გაუზიარე წიგნები პატიმრებს“. ასევე გამოეხმაურა მინისტრის მოწოდებას საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორგანიზებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიძინეს წიგნები და N8 დაწესებულებას გადასცეს. ასევე არასრულწლოვან ბრალდებულებს 30-ზე მეტი წიგნი გაუგზავნეს 15 და 13 წლის ნინი და ლუკა სუბარებმა.

კამპანიის "გაუზიარე წიგნები პატიმრებს" ფარგლებში მოძრაობის თეატრის მაყურებლების მიერ შეგროვებული ლიტერატურა N8 პენიტენციურ დაწესებულებას გადაეცა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. წელს 23 აპრილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინიციატივით, აღინიშნება, როგორც წიგნის ჩუქების დღე.

მსჯავრდებულებთან შეხვედრას დაესწრნენ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, გიორგი კეკელიძე, მოძრაობის თეატრის, სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს", იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ასევე „მაცნეს“ სტუდენტური კლუბის წარმომადგენლები.

იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე და წიგნის ხელმისაწვდომობაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი პროგრამა და სასწავლო კურსია დანერგილი, თუმცა რამდენიმე დაწესებულებაში გამოწვევად რჩება ე.წ. საბჭოური დროის ბიბლიოთეკები მოძველებული წიგნებით. შესაბამისად, ციხეების ბიბლიოთეკების გამდიდრება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

შეხვედრის მონაწილეებს გიორგი კეკელიძემ მისი ინიციატივა გააცნო და აღნიშნა, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს წიგნის ჩუქების დღე და სასურველია, რომ ეს ტრადიცია საქართველოშიც დამკვიდრდეს.

გარდა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისა, სტუმრები არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებსაც შეხვდნენ. „მაცნეს“ სტუდენტური კლუბის წარმომადგენლებმა მათ თავიანი საქმიანობა გააცნეს, ხოლო იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა კასრაძემ და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა არასრულწლოვნებს წიგნები გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42