თბილისის მერი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პოლიტიკა - 16:08, 23 Apr, 2019     500

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის რეაბილიტაციას აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი, სამაგიდო თამაშებისა და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი განთავსდება. ასევე, მოეწყობა სარბენი და ველობილიკები.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული პარკი მოქალაქეების საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდება.

„ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეა დაიწყო. პარკის ტერიტორია დაახლოებით, შვიდი ჰექტარია. პარკი სრულად მოწესრიგდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფეხმავლო ბილიკებს. ასევე, მოეწყობა სარბენი და ველობილიკები, ბავშვებისთვის სპეციალური სათამაშო ზონები, სატრენაჟორო სივრცეები, საფეხბურთო მოედანი. განახლდება კორტების ნაწილი და მოეწყობა ამფითეატრი. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საკმაოდ კარგი სივრცე გამოვა და შეიძლება ითქვას, საჩვენებელიც კი იქნება, თუ როგორი პარკები და სკვერები გვჭირდება დედაქალაქში. აღნიშნული პარკით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აქ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, არსებული დიზაინით შენარჩუნდება და სრულად რეაბილიტირდება პარკის შესასვლელი კოლონები და ცენტრალური ბილიკი. პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სხვადასხვა სახეობის 850-მდე მცენარე დაირგვება. ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა გარე განათების სისტემა.

პროექტის ღირებულება 4 722 237 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეებმა მაია ბითაძემ და ირაკლი ბენდელიანმა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, ასევე, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა საკრებულოში თამარ ტალიაშვილმა და მიხეილ ამაშუკელმა დაათვალიერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42