ნათია თურნავა და ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრი შუა სატრანზიტო კორიდორის კონცეფციის შემდგომ განვითარებაზე შეთანხმდნენ
პოლიტიკა - 16:06, 23 Apr, 2019     705

„ჩვენ განვიხილეთ ბევრი სტრატეგიული საკითხი, მათ შორის, ჩვენი სატრანზიტო კორიდორის, ე.წ. „შუა კორიდორის" კონცეფციის შემდგომი განვითარება, ასევე გამჭოლი ტარიფები, რომლებიც უფრო მარტივს გახდის სატვირთო გადაზიდვებს აღნიშნულ კორიდორში და უფრო მეტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო ფუნქციას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. დოკუმენტს ასევე ხელი მოაწერა ყაზახეთის რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრმა რომან სკლიარმა. ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ნათია თურნავას განცხადებით, როგორც საქართველოს, ასევე ყაზახეთს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ იმ ნაკადების მოზიდვაში, რომლებიც ჩინეთიდან შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპას უნდა მიეწოდოს. „ჩვენ ასევე განვიხილეთ საბორნე მიმოსვლის ინტენსიფიკაცია შავ და კასპიის ზღვებზე, რადგან აღნიშნულიც შუა კორიდორის შემადგენელი ნაწილია.", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. რაც შეეხება ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ისეთ სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ორმხრივი ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42