„ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ, გადადით ლეიბორისტებში“ - დაპირისპირება პარლამენტში
პოლიტიკა - 15:24, 23 Apr, 2019     1031
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა მაჭავარიანსა და გიგა ბოკერიას შორის:„ძირითადად ეროვნულ ბანკთან გვაქვს თანხმობა მთავარ პრინციპებზე და ხედვაზე. გეტყვით მარტივ ენაზე რასთან გვაქვს საქმე. ვისაც თინეიჯერი შვილი ჰყავს, ყველა ვნერვიულობთ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. ასეა, ბატონი კობა ამბობს, რომ 10:00 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 23:00 საათამდე დატოვეთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

აღნიშნულზე ბოკერიამ მაჭავარიანს მიმართა, რომ მთავრობას მოქალაქეები ბავშვები ჰგონია.

„ვიცოდი კიდევაც, რომ ბავშვებად მიგაჩნიათ მოქალაქეები. ცუდი ანალოგი გამოგივიდათ ძალიან, მითუმეტეს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მანამდე ხალხის კულტურის ამაღლება დაისახა მიზნად“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერიას მაჭავარიანმა ურჩია, რომ „ლეობორისტულ პარტიაში“ გადავიდეს.

„თუ ვინმეს ბავშვად მიაჩნია ვინმე, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტს ზრუნავს, თუ მაინცდამაინც ეს გინდათ, თუ არადა „ლეიბორისტულ პარტიაში“ გადადით, ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, ეგ თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42