„ეს არის ძალადობრივი საპენსიო რეფორმა - იძულებით გვახდევინებენ ფულს, რომელიც მიდის კომერციულ ბანკებში და ვინახავთ ახალ ბიუროკრატიას“- ბაქრაძე
პოლიტიკა - 14:57, 23 Apr, 2019     620
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა დეპუტატებს პარლამენტში 100 დღიანი მუშაობის ანგარიში გააცნო. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნული რეფორმა გაუაზრებელი და ძალადობრივია. დეპუტატი აცხადებს, რომ მოქალაქეებს ყოველთვიურად თანხას ძალადობრივად ართმევენ:

„საპენსიო რეფორმამ დღეს რა მოგვიტანა, პირველი – ადამიანებს ყოველთვიურად ფულს იძულებით ართმევენ, ხელფასს უმცირებენ და ეს იძულებით ჩამორთმეული ფული კომერციულ ბანკებში მიდის. იმისთვის, რომ ჩვენი საკუთარი ფული კომერციულ ბანკებში ძალით დაგვადებინონ, სახელმწიფო კიდევ ფულს გვახდევინებს. მეორე – არ არსებობს არანაირი გეგმა და საინვესტიციო სააგენტო, უბრალოდ საპენსიო სააგენტო არსებობს. მორიგი ახალი ბიუროკრატია, რომლის შენახვაზეც თითოეული ჩვენგანი ფულს ვიხდით. მივიღეთ სურათი, როცა იძულებით გვახდევინებენ ფულს, რომ ეს ფული კომერციულ ბანკებში დაგვადებინონ და ამ დადებაში კიდევ ცალკე გადავუხადოთ. ასევე ახალ ბიუროკრატიას ვინახავთ, რომელიც ჩვენს ხარჯზე არსებობს და ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული უწყება მავნებლური რეგულაციების მოგონებითაა დაკავებული.

„მაგალითად რეგულაცია, როგორიცაა შრომით დავებში ჩარევა და კომპანიებს მათი თანამშრომლების ხელფასების ზრდის ან შემცირების მიხედვით დააჯარიმებს. ეს არის დღევანდელი საპენსიო რეფორმა, სრულიად გაუაზრებელი, ძალადობრივი გეგმა“, – განაცხადა დეპუტატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42