„ყველა ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის მტერია“- კალაძე პანკისის მოვლენებზე
პოლიტიკა - 13:48, 23 Apr, 2019     815
პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა, ვინც ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება, ქვეყნის მტერია:

"კამპანია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას ათვისებული წყლის რესურსი და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი - ჰიდროელექრტოსადგური, ქარის ელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომლებიც ევროპული სტანდარტებით გავაკეთეთ, არასდროს საქართველოში არ გაკეთებულა. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება არის შეფერხებული. ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს და შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც მეტი იქნება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე ელექტროენერგიის შემოტანით, რატომ უნდა გავიდეს თანხები სხვა ქვეყნებში? ისევ ჩვენს ეკონომიკაში ჩაიდოს და მოხმარდეს ეს თანხები. ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, მარტივად რომ ვთქვა, ქვეყნის მტერია",- განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42